Saturday, May 3, 2014

მესამე დღე

ძალიან საიტერესო იყო მესამე მეცადინეობა. ვისწავლეთ პროექტის შაბლონის სტანდარტების გადმოწერა, მოძიება. შეთავსება და მორგება შაბლონის გეგმაზე. დღე იყო საკმაოდ ნაყოფიერი. ამ თემებზე მუშაობით დავხვეწეთ ეროვნული სასწავლო გეგმის პუნქტები, მოვარგეთ ჩვენს საგანს. საინტერესო იყო იმითაც, რომ დაუკავშირეთ მონათესავე საგნებს. ვთვლი რომ ამ ტრენინგმა მომცა ის ცოდნა, რომელსაც ჩემს საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენებ.

Sunday, April 27, 2014

მეორე დღე

მეორე დღე ჩვენი ტრენინგისა საკმაოდ საინტერესო იყო. მე ვისწავლე ბროშურების შექმნა. ახალ ჩვენს მიერ შექმნილ ბროშურაში ჩავწერეთ მოსწავლის ნიმუში. ავირჩიე თემა- ენერგიის ხარჯი და დაზოგვის გზები. გავეცანი როგორ უნდა ავტვირთო სურათი პროექტში. ვიმუშავე პროექტის მახასიათებლებზე, რუბრიკებზე, ჩეკლისტებზე.ვისწავლეთ სურათის გადმოწერა მათი მისამართებით. ვისწავლეთ გუუგლი დრაივზე დოკუმენტების წაშლა და ატვირთვა.